ყაზბეგიდან ფრანგულ გრანდში | ფიჯელი მორაგბე TOP 14-ში ითამაშებს
5 დღის წინ
რაგბი
1 წთ
რაგბის კლუბი ყაზბეგის 22 წლის ფიჯელი ლეგიონერი - ვატისონი ვაქანისარავი, TOP 14-ის კლუბ ლა როშელში გადავიდა. იგი სეზონის ბოლომდე TOP 14-ის კლუბში "სამედიცინო ჯოკრის" სტატუსით ითამაშებს.
ტრანსფერი ლა როშელის ოფიციალურმა გვერდმა უკვე დაადასტურა.
Bienvenue 𝗪𝗮𝘁𝗶𝘀𝗼𝗻𝗶 🟡⚫️
— Stade Rochelais (@staderochelais) February 25, 2026
😇 Le Club officialise l’arrivée du jeune fidjien - Watisoni Waqanisaravi - en qualité de 𝙟𝙤𝙠𝙚𝙧 𝙢𝙚́𝙙𝙞𝙘𝙖𝙡 ! #BienvenueWatisoni | #FievreSR pic.twitter.com/xHZJUB8LGI
ამ ტრანსფერს სოციალურ ქსელში რაგბის კლუბი ყაზბეგი გამოეხმაურა.
"ისტორიული ტრანსფერი ყაზბეგიდან ლა როშელში - აღნიშნული ტრანსფერი ისტორიულია ჩვენი კლუბისათვის, საფრანგეთისა და ევროპის ერთერთ გრანდში მოთამაშის გადასვლა პირველად განხორციელდა.
მადლობას ვუხდით ვატისონს ჩვენ გუნდში ნათამაშები თითოეული წუთისათვის, ურთიერთობისა და ბრძოლისათვის; წარმატებებს ვუსურვებთ მას კარიერის ახალ ეტაპზე!..." - რაგბის კლუბი ყაზბეგი
შეგახსენებთ, რომ ლა როშელში, საქართველოს ეროვნული ნაკრების მორაგბეები: დავით ნინიაშვილი, ალექსანდრე ქუნთელია და ნიკოლოზ სუთიძე ირიცხებიან.