Belive

რაგბი ევროპის ჩემპიონატის 1/2-ფინალში საქართველომ რუმინეთი დაამარცხა

1 დღის წინ რაგბი
1 წთ

რაგბი ევროპის ჩემპიონატის 1/2-ფინალში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა რუმინეთი 53:30 დაამარცხა.

ბორჯღალოსნებმა პირველ ტაიმში 15:9 გაიმარჯვეს, ლელოები ოთარ მეტრეველმა და აკაკი ტაბუცაძემ დადეს, გარდასახვა და ჯარიმა ზუსტად შასრულა თედო აბჟანდაძემ.

მეორე ტაიმს რაც შეეხება, აქ ბორჯღალოსნებმა 38:21 იმარჯვეს, ჩვენი ნაკრების მხრიდან ლელოები მიითვალეს ბექა საღინაძემ, თორნიკე ჯალაღონიამ, ლუკა მატკავამ, მიხეილ შიოშვილმა და თორნიკე კახოიძემ. მეორე ტაიმის 3 გარდასახვა და 1 ჯარიმა თედო აბჟანდაძემ გაიტანა.

საქართველოს ეროვნული ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასა და ესპანეთს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

View this post on Instagram

A post shared by Rugby Europe (@rugby_europe)

სხვა სტატიები