"ვეცდებით ქართველი გულშემატკივრები გავახაროთ" - ვასილ ლობჟანიძე
1 წლის წინ
რაგბი
1 წთ
2023 წლის რაგბის მსოფლიო თასის ჯგუფური ეტაპის პრინციპულ მატჩში, ფიჯისა და საქართველოს დაპირისპირება გაიმართება. 30 სექტემბერს, ბორდოში, მფრინავი ფიჯელები ბორჯღალოსნებს შეერკინებიან და ბონუსით გამარჯვების შემთხვევაში, 1/4-ფინალის საგზურს გაინაღდებენ.
მატჩი საქართველოსთვისაც პრინციპული დატვირთვის მატარებელია, რადგან განვლილ ორ ტურში ბორჯღალოსნები ავსტრალიასთან დამარცხდნენ - პორტუგალიასთან გამართული მატჩი კი ფრედ დასრულდა. ფიჯისთან მოახლოებული მატჩის წინ, ბორჯღალოსნები საბრძოლო განწყობაზე არიან.
ვასილ ლობჟანიძე აღნიშნავს, რომ წნეხის ქვეშ მეტოქე უფრო იქნება მოქცეული, ბორჯღალოსნები კი ყველაფერს გააკეთებენ გულშემატკივრების გასახარებლად.