Belive

სოლიდური ინვესტიცია?! - არაბებს 4 ინგლისური კლუბის შეძენა სურთ

10 თვის წინ რაგბი
2 წთ

საუდის არაბეთის ინვესტორები მსჯელობენ დიდ ინვესტიციაზე, რადგან მათ ინგლისის ოთხი მოწინავე და ისტორიული რაგბის კლუბი შეიძინონ.

ამის შესახებ ინფორმაციას "Telegraph Sport" ავრცელებს და სტატიაში ვკითხულობთ, რომ არაბი ინვესტორები მზად არიან, ინგლისის 4 დიდი და ლეგენდარული კლუბის: "ლესტერ ტაიგერსის"; "გლოსტერის"; "ნორტჰემპტონის" და "ნიუკასლის" ინვესტიციები შეიძინონ და თითო კლუბში 60 მილიონი ფუნტი ჩადონ, რითაც როგორც ინგლისური კლუბები ისარგებლებენ, ასევე საუდის არაბები შეუდგებიან რაგბის აღორძინებას.

ამ ფაქტს ინგლისში კარგი ამბები ნამდვილად არ მოჰყოლია, რადგან ამ კლუბების გულშემატკივრები უკმაყოფილოები არიან არაბების დაინტერესებით და სურთ, რომ კლუბის მესვეურებმა არაბები უარით გაისტუმრონ.

პრემიერშიფის მაღალჩინოსნებმა იცოდნენ დისკუსიების შესახებ, მაგრამ ორგანიზაციამ "Telegraph Sport"-ს განუცხადა, რომ ლიგას არ შეუძლია კომენტარი გააკეთოს ცალკეულ საკლუბო საკითხებზე.

როგორც ცნობილია, არაბები პირველად "გლოსტერით" დაინტერესდნენ, თუმცა მათ აღნიშნეს, რომ მხოლოდ ერთ გუნდთან თანამშრომლობა არ სურდათ და ეს ყველაფერი მასიური უნდა ყოფილიყო, სწორედ ამიტომ მოლაპარაკების მაგიდასთან "გლოსტერის" გარდა, კიდევ 3 კლუბის მესვეურები დასვეს.

ასევე ცნობილი ხდება, რომ ამ 4 კლუბიდან ერთ-ერთმა უკვე მკაცრი უარი განაცხადა მოლაპარაკებებზე, თუმცა, ამ კლუბის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.

2021 წელს PIF (Public Investment Fund)-მა შეიძინა "ნიუკასლ იუნაიტედის" 80 პროცენტიანი წილი, 300 მილიონი ფუნტის ღირებულების გარიგებით. გარიგების პროცესი 18 თვე გაგრძელდა და ამ საქმეში საბოლოოდ როგორც გაერთიანებული სამეფოების, ასევე, საუდის არაბეთის მთავრობები ჩაერივნენ.

რას ნიშნავს ეს ინგლისის ჩემპიონატისთვის (ჩემპიონშიფისთვის)?!

ის ფაქტი, რომ ასეთი ჯგუფი დაინტერესებულია ლიგაში დიდი თანხების ინვესტიციით, 2023 წლის სეზონში სამი კლუბის დაშლის შემდეგ, ფინანსურად დადებითად უნდა ჩაითვალოს - განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ხელფასი 5 მილიონი ფუნტიდან 6.4 მილიონ ფუნტამდე გაიზრდება.

სხვა სტატიები