Belive

უმცროსი ბორჯღალოსნების შემადგენლობა ინგლისის წინააღმდეგ ცნობილია

5 თვის წინ რაგბი
1 წთ

საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრებისთვის 6 ერის ფესტივალი ისტორიული აღმოჩნდა. 3 აპრილს უმცროსმა ბორჯღალოსნებმა თანატოლი ფრანგები 20;19 დაამარცხეს და პირველი გამარჯვება იზეიმეს. შოტლანდიასთან პირველ შეხვედრაში მარცხის (14;22) შემდეგ, ნაკრების მწვრთნელმა ზურაბ ამონაშვილმა განაცხადა, რომ შეხვედრამ გუნდების დონე რეალურად ვერ ასახა, რაც საფრანგეთთენ დადასტურდა კიდეც. 6 ერის ფესტივალის ბოლო შეხვიდრისთვის, რომელშიც საქართველო ინგლისს დაუპირისპირდება, ჩვენი გუნდის შემადგენლობა ცნობილია:

ძირითადი: არჩილ ნოზაძე, ანრი შველიძე, გიორგი ტურაშვილი, თორნიკე ტორაძე, ნიკოლოზ ჩხორთოლია, ლუკა გაბუნია, ლუკა საღინაძე, გიორგი არძენაძე, დავით წიკლაური, გიგი სირბილაძე, ლეონიდე სალდაძე, დავით ბარბაქაძე, დათა ახვლედიანი, გიგა ყიფშიძე, ნიკოლოზ ხალვაში.

ინგლისის ნაკრების წინააღმდეგ ჩვენს გუნდს შეცვლიდან დაეხმარებიან: დავით არჩვაძე, ლევან აზიეშვილი, ნიკა კუმარიტოვი, დავით ბარამია, გიორგი მეფარიშვილი, თემურ ძოძუაშვილი, ლუკა თვაური, საბა შარვაშიძე, იკა კვარაცხელია, იოანე ბასილაია და გიორგი ზაზაძე.

შეხვედრა პარმაში (იტალია) 7 აპრილს, საქართველოს დროით 17:30-ზე დაიწყება.

სხვა სტატიები