ლელო | საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა
საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა სადებიუტო 6 ერის ფესტივალზე, საფრანგეთი 20:19 დაამარცხა. უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ბოლო წამზე ლელო დადეს, ხოლო შემდეგ გამარჯვების მომტანი გარდასახვა შეასრულეს, რომლითაც გამარჯვების მოპოვება შეძლეს.
საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრების მხრიდან პირველი ჯარიმა დავით წიკლაურმა მე-13 წუთზე გაიტანა, 23 წუთზე ლევან ეზიეშვილმა ლელო დადო და დავით წიკლაურმა გარდასახვა ზუსტად სეასრულა. ქართველმა მორაგბეებმა მეორე ტაიმში ჯარიმა გაიტანეს და ბოლო წუთზე ანრი შველიძის ლელოთი და გიგი სირბილაძის გარდასახვით უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ისტორიული გამარჯვებაც იზეიმეს.
შეგახსენებთ, საფრანგეთმა პირველ ტურში ირლანდია 50:7 დაამარცხა. ჩვენი ნაკრები კი სამი დღის წინ შოტლანდიასთან 22:14 დამარცხდა.
HUGE.@GeorgianRugby beat @FranceRugby with the last play of the game 🇬🇪#U6N18 pic.twitter.com/Ch164OSFQu
— Six Nations Under-20s (@SixNationsU20) April 3, 2024