Belive

უელსს ერთ-ერთი ლიდერი გამოაკლდა

9 თვის წინ რაგბი
1 წთ

უელსის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების უიღბლო სერია გრძელდება - "დრაკონებს" ერთ-ერთი ლიდერი, შერკინების შემკვრელი - ტაულუპე ფალეტაუ გამოაკლდა. 

მედია საშუალებებში გავრცელებული ინფორმაციით, ფალეტაუს ტრავმა იმდენად მძიმეა, რომ ფორვარდი მსოფლიოსთვის მოსამზადებელ ყველა მატჩს გამოტოვებს, თუმცა, უელსელები იმედოვნებენ, რომ ფალეტაუ 2023 წლის რაგბის მსოფლიო თასის დაწყებამდე ტრავმას მოირჩენს და გუნდს დაუბრუნდება. 

შეგახსენებთ, 2023 წლის რაგბის მსოფლიო თასის ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრაში, უელსისა და საქართველოს დაპირისპირება შედგება. მატჩი 7 ოქტომბერს, ნანტში გაიმართება. 

სხვა სტატიები