უელსის ნაკრების მწვრთნელი: ,,საქართველო დასამარცხებლად ძალიან რთული გუნდია''
1 წლის წინ
რაგბი
1 წთ
უელსის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, უორენ გეთლანდმა და კაპიტანმა, დევი ლეიკმა, საქართველოსთან მოგებულ მატჩზე ისაუბრეს:
უორენ გეთლენდი: ,,საქართველო დასამარცხებლად ძალიან რთული გუნდია, მეორე ტაიმში მათ დიდებული თამაში აჩვენეს. ძალიან განსხვავებული გუნდი გყავთ 2019 წელთან რომ შევადაროთ.
ტობი ფალეტაუ მსოფლიო ჩემპიონატის დარჩენილ ნაწილს გამოტოვებს.''
დევი ლეიკი: ,,კარგი თამაში გამოვიდა, შედეგით კმაყოფილი ვარ. ჩხუბის მომენტს არ უმოქმედია, ხდება ხოლმე, ორივე გუნდი ჩვენი ქვეყნისთვის ვიბრძვით.''
-
საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობა 1 ფრით და 3 მარცხით დაასრულა. უელსმა კი ოთხივე მატჩი მოიგო და ჯგუფიდან პირველი ადგილით გავიდა.