Belive

უელსი ბარბაროსების წინააღმდეგ დაირაზმა

6 თვის წინ რაგბი
1 წთ

4 ნოემბერს, 18:30 საათზე, საერთაშორისო ტესტ-მატჩში, უელსის მორაგბეთა ეროვნული ნაკრებისა და ბარბაროსების დაპირისპირება შედგება.

ბარბაროსებთან გასამართი მატჩისთვის, უელსის მორაგბეთა ნაკრების ძირითადი შემადგენლობა გახდა ცნობილი და მასში ორი ახალწვეულია, რომლებიც "დრაკონების" კვართს პირველად მოირგებენ. ასევე, განსაკუთრებულ ინტერესს ბარბაროსებში ალუნ ვინ ჯონსისა და ჯასტინ ტიპურიკის ხილვა იწვევს. ლეგენდარულ უელსელ მეორეხაზელს "დრაკონების" კვართი 158 მატჩში აქვს მორგებული და ახლა უელსის წინააღმდეგ პირველად ითამაშებს.

უელსის რაზმი

შერკინება: 1. კორი დომაჩოვსკი, 2. დევი ლეიკი, 3. ლოიდ ფეირბროთერი, 4. ბენ კარტერი, 5. ადამ ბერდი, 6. დენ ლიდიატი, 7. ჯეკ მორგანი (C), 8. აარონ ვეინვრაითი.

ხაზი: 9. ტომოს უილიამსი, 10. სემ კოსტელოუ, 11. რიო დაიერი, 12. ჯონი უილიამსი, 13. ჯორჯ ნორსი, 14. ტომ როჯერსი, 15. ლეიგ ჰალფპენი.

მარქაფა: 16. ელიოტ დი, 17. ნიკი სმიტი, 18. ჰარი ო'კონორი, 19. ტედი უილიამსი, 20. ტეინ პლამთრი, 21. კირან ჰარდი, 22. ქაი ევანსი, 23. მეისონ გრეიდი.

სხვა სტატიები