6 ერი | უელსი იტალიის წინააღმდეგ დაირაზმა
11 თვის წინ
რაგბი
1 წთ
16 მარტს, 18:15 საათზე, 6 ერის დასკვნით ტურში, უელსისა და იტალიის დაპირისპირება შედგება, რის შემდეგაც ხის კოვზის მფლობელის ვინაობა გახდება ცნობილი.
განვლილ 4 ტურში, "დრაკონებმა" მეტოქეებს ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიეს, თუმცა, ოთხივე შეხვედრაში დამარცხდნენ და რეპუტაციის აღდგენას, "პრინსიპალიტიზე" საკუთარი გულშემატკივრის წინაშე შეეცდებიან.
პრინციპული მატჩისთვის, უელსის მორაგბეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა - უორენ გეთლენდმა "დრაკონების" შემადგენლობა დაასახელა.