Belive

უელსელები საქართველოს განცხადებას გამოეხმაურნენ

1 თვის წინ რაგბი
1 წთ

რამდენიმე საათის წინ, საქართველოს რაგბის კავშირის გვერდზე პოსტი გავრცელდა. "ბორჯღალოსნებმა" ყოფილი მეტოქე უელსი შინ სასპარინგოდ გამოიწვიეს. რაგბი ევროპის ჩემპიონი, უელსს ნოემბრის ტესტებზე თბილისში სათამაშოდ იხმობს.

უელსელების პასუხმა არ დააყოვნა. "ჩვენ დაგიკავშირდებით..." - ასეთი იყო უელსის პასუხი.

შეგახსენებთ, რომ "ბორჯღალოსნებმა" "პრინციპალიტიზე" უელსის ნაკრები 12:13 დაამარცხა. ეს ისტორული გამარჯვება საქართველომ 2022 წლის 19 ნოემბერს მოიპოვა.

სხვა სტატიები