Belive

საქართველოს U18 მორაგბეთა ნაკრებმა დრამატულ ბრძოლაში ინგლისი დაამარცხა

3 თვის წინ რაგბი
1 წთ

საქართველოს 18-წლამდელთა მორაგბეთა ნაკრებმა, 8 აგვისტოს, სამხრეთ აფრიკის საერთაშორისო სერიის პირველ თამაში ჩაატარა. დურბანვილის უმაღლესი სკოლის მოედანზე საქართველოსა და ინგლისის შეხვედრა საქართველოს დროით 15:30 საათზე გაიმართა, სადაც ქართველმა მორაგბეებმა ინგლისელი თანატოლები მძიმე ბრძოლაში, 35:31 დაამარცხეს.

ქართველებმა მატჩი ძალიან მაგრად დაიწყეს და 10:0 ვიგებდი, შემდეგ 13:5 გახდა, საბოლოოდ კი პირველი ტაიმი 13:21 დავმარცხდით, თუმცა მეორე ტაიმში თამაშს ქართველები აკონტროლებდნენ და შედეგიც სახეზეა. მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ნაკრები უმძიმეს ბრძოლაში დავამარცხეთ.

საქართველოს U18 ნაკრები მომავალ მატჩს 12 აგვისტოს, თბილისის დროით 11:30 საათზე გამართავს, სადაც ჩვენი მეტოქე, მასპინძელი სამხრეთ აფრიკა იქნება.

სხვა სტატიები