Belive

U20 | უმცროსი ბორჯღალოსნების შემადგენლობა ახალი ზელანდიის წინააღმდეგ

1 კვირის წინ რაგბი
1 წთ

20-წლამდელთა რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე მატჩს, უმცროსი ბორჯღალოსნები ახალ ზელანდიელი თანატოლების წინააღმდეგ გამართავენ.

ახალი ზელანდიისა და საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებების დაპირისპირება 4 ივლისს, თბილისის დროით 20:00 საათზე შედგება. პრინციპული მატჩისთვის ლადო კილასონიამ უმცროსი ბორჯღალოსნების შემადგენლობა დაასახელა.

U20 ბორჯღალოსნების შემადგენლობა

ხაზი: 15. ლუკა თაყაიშვილი (ხვამლი), 14. ლუკა კეშელავა (არმია), 13. სანდრო მესხიძე (არმია), 12. ნუგზარ ქევხიშვილი (ლელო), 11. საბა შარვაშიძე (აია), 10. გიგი სირბილაძე (ლელო), 9. გიორგი სპანდერაშვილი (შავი ლომი);

შერკინება: 1. ბაჩუკი ბარათაშვილი (აია), 2. შოთა ხელაძე (ლელო), 3. მათე ღურწკაია (კასტრი), 4. თემურ წულუკიძე (ოიონა), 5. გაგი მარგველაშვილი (რასინგი), 6. ნიკა აბესაძე (ლელო), 7. ანდრო დვალი (პერპინიანი, კაპ.), 8. მიხეილ შიოშვილი (ტულონი).

მარქაფა: 16. მიხეილ ხახუბია (ლელო), 17. არჩილ ნოზაძე (აჟენი), 18. გიორგი ძაგანია (ნარბონი), 19. დავით ბარამია (ტულონი), 20. გიორგი არძენაძე (ბათუმი); 21. თემურ ძოძუაშვილი (აია), 22. გიორგი ჯაში (არმია), 23. სანდრო სესიაშვილი (არმია).

სხვა სტატიები