U20 | უმცროსი ბორჯღალოსნების შემადგენლობა ირლანდიასთან
იტალია 20-წლამდელთა რაგბის მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს. ახალგაზრდული მსოფლიო პირველობა 29 ივნისს დაიწყება და ჯგუფურ ეტაპზე უმცროსი ბორჯღალოსნები ირლანდიის, ახალი ზელანდიისა და იტალიის წინააღმდეგ ითამაშებენ.
ირლანდიისა და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებების მატჩი 29 ივნისს, 20:00 საათზე გაიმართება. სამყურებთან გასამართი მატჩისთვის, ლადო კილასონიამ უმცროსი ბორჯღალოსნების შემადგენლობა დაასახელა.
ხაზი: 15. ლუკა თაყაიშვილი (ხვამლი), 14. ტარიელ ბურთიკაშვილი (ვეფხვები), 13. დათა ახვლედიანი (ლელო), 12. ნუგზარ ქევხიშვილი (ლელო), 11. ლუკა კეშელავა (არმია), 10. გიგი სირბილაძე (ლელო), 9. გიორგი სპანდერაშვილი (შავი ლომი);
შერკინება: 1. ბაჩუკი ბარათაშვილი (აია), 2. მიხეილ ხახუბია (ლელო), 3. მათე ღურწკაია (კასტრი), 4. თემურ წულუკიძე (ოიონა), 5. გაგი მარგველაშვილი (რასინგი), 6. ლუკა ნარსია (აია), 7. ანდრო დვალი (პერპინიანი, კაპ.), 8. მიხეილ შიოშვილი (ტულონი).
მარქაფა: 16. შოთა ხელაძე (ლელო), 17. არჩილ ნოზაძე (აჟენი), 18. გიორგი მესხიძე (პერპინიანი), 19. ნიკოლოზ ჩხორთოლია (მონპელიე), 20. დავით ბარამია (ტულონი); 21. თემურ ძოძუაშვილი (აია), 22. სანდრო მესხიძე (არმია), 23. ნიკა აბესაძე (ლელო).