U20 | მსოფლიო თასის სიურპრიზად შესაძლოა საქართველო იქცეს
U20 რაგბის მსოფლიო თასის დაწყებამდე 2 დღე რჩება, სადაც უმცროსი ბორჯღალოსნები C-ჯგუფში მასპინძელი სამხრეთ აფრიკის, არგენტინისა და იტალიის წინააღმდეგ ითამაშებენ.
4-წლიანი პაუზის შემდეგ, უმნიშვნელოვანესი ტურნირის დაწყებამდე, ავტორიტეტული იტალიური სარაგბო გამოცემა On Rugby უმცროსი ბორჯღალოსნების შესახებ წერს და აღნიშნავს, რომ საქართველო შესაძლოა ტურნირის მთავარ სიურპრიზად იქცეს.
"U20 რაგბის მსოფლიო თასზე, ფავორიტთა სახელები ყოველთვის უცვლელია - საფრანგეთთან ერთად, ყურადღება მივაქციოთ სამხრეთ აფრიკას, რომელიც ტურნირის მასპინძელია. ირლანდია 6 ერის წლევანდელი გათამაშების ტრიუმფატორი გახდა. ასევე, უყურადღებოდ ვერ დავტოვებთ ავსტრალიას, ახალ ზელანდიასა და ინგლისს, მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელ მატჩებში არც ისე დამაჯერებლად იასპარეზეს.
ახალგაზრდული რაგბის მსოფლიო თასის მთავარი სიურპრიზი შესაძლოა საქართველო გახდეს. U20 საქართველოს მორაგბეთა ნაკრები უკანასკნელ წლებში მუდმივად გაუმჯობესებულ შედეგს აფიქსირებს. 2018 წელს მათ ირლანდია და შოტლანდია დაამარცხეს. 2019-სა და 2022-ში კვლავ შოტლანდია დაამარცხეს. ცოტა ხნის წინ მათ ინგლისელი თანატოლების დამარცხებაც შეძლეს".
უმცროსი ბორჯღალოსნების შემადგენლობა 2023 წლის U20 რაგბის მსოფლიო თასზე
შერკინება: გიორგი მამაიაშვილი (გრენობლი), სერგო აბრამიშვილი (სტად ფრანსე), ლაშა ფხაკაძე (ნევერი), ნიკა ბაბუნაშვილი (ლელო), ბასა ხონელიძე (ორიაკი), თამაზ ჭამიაშვილი (ხარები), ირაკლი აფციაური (გრენობლი), ბადრი ციხისთავი (ბეიონი), დავით მჭედლიძე (ტულონი), გურამ ღანიაშვილი (გრენობლი), გიორგი ნიკოლაძე (აია), გიორგი გერგედავა (კლერმონი), ნიკა ლომიძე (ხარები), ლაშა ციხისთავი (ბეიონი), რატი ზაზაძე (ნევერი), ნიკოლოზ საყვარელიძე (ორიაკი), თორნიკე ღანიაშვილი (ლელო);
ხაზი: დავით ხუროშვილი (ლელო), სანდრო ჯიღაური (ლელო), ნიკოლოზ კუპრაშვილი (ყოჩები), პეტრე ხუციშვილი (ლელო), გელა ხელაძე (ლელო), ნიკოლას რაგოევი (ნევერი), გიორგი შველიძე (ბრივი), თორნიკე კახოიძე (შავი ლომი), შალვა აფციაური (ლელო), ლუკა ხორბალაძე (ლელო), ლუკა ცირეკიძე (ლელო), ვაჟა მიქაძე (ლელო), ლუკა კობაური (პერპინიანი).