Belive

"ნახევარფინალში საქართველომ გაგვიყვანა" - რასი ერასმუსი

9 თვის წინ რაგბი
1 წთ

სამხრეთ აფრიკის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა და ამჟამად ქვეყნის რაგბის კავშირის ხელმძღვანელმა - რასი ერასმუსმა, U20 რაგბის მსოფლიო თასთან დაკავშირებით საინტერესო კომენტარი გააკეთა.

ახალგაზრდულ რაგბის მსოფლიო თასს სამხრეთ აფრიკა მასპინძლობს, თუმცა, უმცროსმა "ქურციკებმა" არც ისე დამაჯერებლად იასპარეზეს და ნახევარფინალში მხოლოდ იმ გარემოების შედეგად გავიდნენ, რომ საქართველომ იტალია დაამარცხა.

"დიდი ხანია, რაც ახალგაზრდულ დონეზე საფრანგეთი და ირლანდია ბრწყინვალე შედეგს აფიქსირებენ. იტალიამ ასევე გააუმჯობესა თამაშის ხარისხი - საქართველომ კი ნამდვილი სიურპრიზი შემოგვთავაზა. რაგბი კონკურენტუნარიანი და სწრაფად განვითარებადი ხდება ყველა დონეზე. ნამდვილად გაგვიმართლა, რომ საქართველომ იტალია დაამარცხა (ნახევარფინალში ამ გარემოების შედეგად გავედით). საქართველო და იტალია გამორჩეულად კარგები არიან. ირლანდიამ კი მსოფლიოს გამორჩეული გუნდების დამარცხება შეძლო. ქვეყანაში, რომლის მოსახლეობა 4 მილიონზე ნაკლებია, არც ისე ბევრი პროფესიონალი მორაგბეა, მაგრამ მათ წარმოუდგენელი შედეგი დააფიქსირეს", - რასი ერასმუსი.

შეგახსენებთ, რასი ერასმუსის მეთაურობით სამხრეთ აფრიკა 2019 წლის რაგბის მსოფლიო თასის გამარჯვებული გახდა.

სხვა სტატიები