U20 მსოფლიო ჩემპიონატი - ბორჯღალოსნები ირლანდიისთვის დაირაზმნენ
3 თვის წინ
რაგბი
1 წთ
უმცროსი ბორჯღალოსნები მსოფლიო ჩემპიონატზე, ჯგუფური ეტაპის მეორე მატჩს, ირლანდიასთან, 4 ივლისს საქართველოს დროით 16 საათზე სტელენბოშში გამართავს.
ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა - ლადო კილასონიამ, ირლანდიასთან გასამართი მატჩის წინ შემადგენლობა დაასახელა.
ხაზი: 15. ოთარ მეტრეველი (აია), 14. ლუკა ხორბალიძე (ლიონი), 13. ლუკა კობაური (ლეუკატე), 12. გიორგი ხაინდრავა (ლელო), 11. ლუკა კეშელავა (არმია), 10. ლუკა ცირეკიძე (შავი ლომი), 9. სანდრო ჯიღაური (ლელო);
შერკინება: 1. ლუკა უნგიაძე (ნევერი), 2. მიხეილ ხახუბია (ლელო), 3. დავით მჭედლიძე (ტულონი), 4. თემურ წულუკიძე (იუნკერები) 5. დავით ლაგვილავა (გრენობლი), 6. ლუკა სულუაშვილი (ორიაკი), 7. ანდრო დვალი (ლელო), 8. ნიკა ლომიძე (ბეიონი, კაპ.).