Belive

მსოფლიო რეიტინგში დიდი ცვლილებებია - სამხრეთ აფრიკამ პირველობა დაკარგა...

3 კვირის წინ რაგბი
2 წთ

4 ერის გათამაშება დასასრულს უახლოვდება - უკვე თითქმის გარკვეულია ჩემპიონის ბედიც, სამხრეთ აფრიკას ჩემპიონობისთვის შინ არგენტინის დამარცხება მოუწევს, რაც არც თუ ისე მარტივი იქნება, თუმცა შიდა კედლებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და სამხრეთ აფრიკა ფავორიტად მიიჩნევა.

მეხუთე ტურში, სამხრეთ აფრიკა არგენტინას სამხრეთ ამერიკაში ესტუმრა და ძალიან დრამატულ ბრძოლაში დამარცხდა. არგენტინელებმა 17-ქულიანი სხვაობა აღმოფხვრეს და საბოლოოდ 29:28 გაიმარჯვეს. "პუმები" 4-ერზე საოცარ სვლას განაგრძობენ - აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მათ ისტორიაში პირველად შეძლეს 4 ერის გათამაშებაში სამივე მეტოქის დამარცხება (სამხრეთ აფრიკა, ახალი ზელანდია და ავსტრალია).

სწორედ ამ დრამატული მატჩის შემდეგ, რაგბის მსოფლიო რეიტინგი განახლდა, სადაც ძალიან ბევრი და მნიშვნელოვანი ცვლილებებია.

  • მსოფლიო რეიტინგში ლიდერობა დაკარგა სამხრეთ აფრიკის ნაკრებმა. მათ არგენტინასთამ მარცხის გამო 1.81 სარეიტინგო ქულა დააკლდათ რაც საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ მსოფლიო ლიდერობა დაეკარგათ. რეიტინგის სათავეში კი ირლანდიის ნაკრები დადგა.

  • ახალმა ზელანდიამ ავსტრალიის დამარცხებით 0.45 სარეიტინგო ქულა მოიმატა და მესამე პოზიცია მკაფიოდ გაიყარა.

  • ისტორიული გამარჯვების შემდეგ, არგენტინის ნაკრებმა 1.81 სარეიტინგო ქულა მოიპოვა და მე-7 პოზიციიდან მე-6 პოზიციაზე განაინაცვლა.

  • ისტორიული ანტირეკორდი დააფიქსირა ავსტრალიის ნაკრებმა - "ვოლაბები" მსოფლიო რეიტინგის მე-10 პოზიციაზე იმყოფებიან.

  • თავის მხრივ, ფიჯის ნაკრებმა იაპონია 41:17 დაამარცხა, ამ გამარჯვებით კი 1.21 სარეიტინგო ქულა მოიპოვა და კუნძულელები მსოფლიო რეიტინგის მე-9 პოზიციაზე აღმოჩნდნენ.

აქვე შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები, 74.10 სარეიტინგო ქულით მე-12 პოზიციაზე იმყოფება.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ წინ 4 ერის ფინალური ტურია, სადაც ჩემპიონის ბედი გაირკვევა და მსოფლიო რეიტინგში კვლავ ცვლილებებია მოსალოდნელი.

ბოლო ტურში ახალი ზელენდია ავსტრალიას უმასპინძლებს, ხოლო სამხრეთ აფრიკა 4 ერის ტიტულისთვის შინ არგენტინას შეერკინება.

სხვა სტატიები