Belive

U18 | საქართველო ევროპის ჩემპიონატის პირველ თამაშს პოლონეთთან გამართავს

1 თვის წინ რაგბი
1 წთ

საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები ნოემბრის შუა რიცხვებში ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში გაემგზავრება, სადაც 15-22 ნოემბერს ევროპის ჩემპიონატს ითამაშებს და ტიტულის ზედიზედ მეშვიდედ მოპოვებას შეეცდება.

18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი პლეი-ოფის სისტემით იმართება და საქართველო 1/4-ფინალურ შეხვედრას 15 ნოემბერს, პოლონეთთან გამართავს, რომელიც ტურნირზე შესარჩევი ეტაპის გავლის შედეგად მოხვდა (დაამარცხა რუმინეთი და შვეიცარია).

სხვა მეოთხედფინალური წყვილები ასე გამოიყურება: ესპანეთი - ბელგია; ნიდერლანდები - გერმანია; ჩეხეთი - პორტუგალია.

გამარჯვების შემთხვევაში თასის ნახევარფინალში საქართველოს მეტოქე ჩეხეთსა და პორტუგალიას შორის უკეთესი იქნება და თამაში 18 ნოემბერს გაიმართება, ფინალი 22 ნოემბერსაა ჩანიშნული.

საქართველო ბოლო 9 ევროპის ჩემპიონატის ფინალისტია, საიდანაც პირველი სამი ფინალი საფრანგეთთან დათმო, მეოთხე ჯერზე კი მას გადამწყვეტ მატჩში სძლია და მას შემდეგ ტიტულს ზედიზედ ექვსჯერ დაეუფლა.

ჩვენმა18-წლამდელებმა წელს უკვე ითამაშეს ორ საერთაშორისო ტურნირზე - გაზაფხულზე ექვსი ერის ფესტივალზე, ხოლო ზაფხულში სამხრეთ აფრიკის საერთაშორისო სერიაში.

საქართველოს რაგბის კავშირი

სხვა სტატიები