Belive

U18 | საქარველომ პოლონეთი გაანადგურა და ტიტულის მეშვიდედ მოგებას შეეცდება

5 თვის წინ რაგბი
1 წთ

18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა პოლონეთი 64:7 დაამარცხა. ჩეხეთში მიმდინარე ტურნირზე ექვსგზის ჩემპიონი ჩვენი ნაკრები ტიტულის დაცვას შეეცდება.

ქართველმა მორაგბეებმა 10 ლელო დადეს - 2-2 ლელო დავით არობელიძემ და ლუკა ტაბატაძემ მიითვალეს, თითო-თითო ლელო კი ანდრია ბილანიშვილის გიორგი ზაზაძის, ნიკოლოზ ჩხორთოლიას, ავთანდილ ზვიადაძის, გოჩა ფიცხელაურის და საბა გიორგიძის ანგარიშზეა. 5 გარდასახვით თავი გამოიჩინა დავით არობელიძემ, ორით კი მათე მახარაძე გამოირჩა.

მომდევნო მატჩს საქართველოს ნაკრები 18 ნოემბერს გამართავს, მათი მეტოქე ჩეხეთსა და პორტუგალიას შორის გამარჯვებული იქნება, ხოლო ფინალი 22 ნოემბერსაა ჩანიშნული.

სხვა სტატიები