Belive

U 20 | სამხრეთ აფრიკამ არგენტინას მოუგო, საქართველომ ჯგუფში მე-2 ადგილი დაიკავა

1 წლის წინ რაგბი
1 წთ

20-წლამდელთა რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის C ჯგუფის დასკვნით შეხვედრაში სამხრეთ აფრიკამ არგენტინა 24:16 დაამარცხა.

შედეგად, საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ჯგუფში 9 ქულით მეორე ადგილი დაიკავა, რაც იმას ნიშნავს, რომ უმცროსი ,,ბორჯღალოსნები'' მსოფლიო ჩემპიონატზე მე-5 ადგილისთვის იბრძოლებენ. ლადო კილასონიას გუნდის მომავალი მეტოქე უელსი იქნება.

საქართველომ პირველ ტურში მასპინძელ სამხრეთ აფრიკასთან წააგო, შემდეგ კი არგენტინისა და იტალიის ნაკრებების დამარცხება შეძლო.

ეს ,,ბორჯღალოსნებისთვის'' ისტორიული მიღწევაა - აქამდე 20-წლამდელთა ნაკრების საუკეთესო შედეგი მსოფლიოს ჩემპიონატზე მე-9 ადგილი (2018 წელს) იყო.

სხვა სტატიები