U 18 | საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალში გავიდა
2 წლის წინ
რაგბი
1 წთ
ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში 18-წლამდელთა შორის რაგბის ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს.
დღეს, ტურნირის 1/2-ფინალში, საქართველოს ნაკრები ნიდერლანდებს დაუპირისპირდა და 29:10 იმარჯვა. უმცროსმა ,,ბორჯღალოსნებმა'' დაძაბული პირველი ნახევრის შემდეგ (7:3), მატჩში გარდატეხის შეტანა მაინც შეძლეს.
ევროპის ჩემპიონატის ფინალში საქართველოს მეტოქე პორტუგალია იქნება, რომელმაც ესპანეთი 34:6 დაამარცხა. ფინალური მატჩი 18 ნოემბერსაა ჩანიშნული.
საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები ტურნირის 4-გზის ჩემპიონია. ჩვენმა გუნდმა ევროპის ჩემპიონატი ზედიზედ 4-ჯერ მოიგო.
🇳🇱v🇬🇪 | That was a battle and a half, but it's @GeorgianRugby who will have the chance to defend their U18 Championship 👑 pic.twitter.com/L6eoULmtuh
— Rugby Europe (@rugby_europe) November 14, 2023