Belive

საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონია

1 კვირის წინ რაგბი
1 წთ

საქართველოს 18-წლამდელთა მორაგბეთა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში ესპანეთი 11:32 დაამარცხა. უმცროსმა ბორჯღალოსნებმა მიჯრით მე-9 ფინალში ითამაშეს და ტიტული ზედიზედ მეექვსედ მოიპოვეს.

საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთს ერთხელ უკვე ეთამაშა, ეს 2019 წელს მოხდა და ბორჯღალოსნებმა იქაც იმარჯვეს - 20:10. მანამდე 2018 წელს, საქართველომ ფინალში საფრანგეთი დაამარცხა, ბოლო სამი ფინალი კი პორტუგალიას მოუგო.

წლევანდელ ჩემპიონატში საქართველოს 18-წლამდელებმა პირველ ეტაპზე გერმანიას 67:0, ხოლო მეორეზე ნიდერლანდებს 36:5 მოუგო.

სხვა სტატიები