Belive

ტულონმა ვასკა ლობჟანიძე ოფიციალურად წარადგინა

4 თვის წინ რაგბი
1 წთ

საქართველოს ნაკრების 9 ნომერი - ვასკა ლობჟანიძე კარიერას "ტულონში" გააგრძელებს. ფრანგულმა კლუბმა ეს ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა და ქართველ მორაგბეს ვიდეო მიუძღვნა.

View this post on Instagram

A post shared by Rugby Club Toulonnais (@rctofficiel)

27 წლის ქართველი მორაგბე 2016 წლიდან "ბრივის" ღირსებას იცავდა, საფრანგეთის ნაკრებისა და "ტულონის" 9 ნომერმა - ბაპტისტს სერინმა, ჩემპიონთა თასზე "ექსტერთან" მატჩის მიმდინარეობისას ძალიან მძიმე ტრავმა მიიღო და საოპერაციოა, რის გამოც სეზონის ბოლომდე ვერ ითამაშებს. სწორედ მის შემცვლელად დაიმატეს ვასკა ლობჟანიძე, მას "სამედიცინო ჯოკერის სტატუსი" ექნება.

ლობჟანიძემ "ბრივთან" ერთად 100-ზე მეტი მატჩი ჩაატარა, მათ შორის 73 მატჩი ტოპ 14-ში. 27 წლის მორაგბემ ბორჯღალოსანებთან ერთად სამ მსოფლიო ჩემპიონატშიც მიიღო მონაწილეობა და ეროვნულ ნაკრებში 64 კეპი აქვს მოხვეჭილი.