Belive

"ტოქსიკური გარემო" - ედი ჯონსი მწვავედ გააკრიტიკეს

7 თვის წინ რაგბი
2 წთ

2023 წლის რაგბის მსოფლიო თასის C-ჯგუფის პრინციპულ შეხვედრაში, უელსისა და ავსტრალიის დაპირისპირება შედგა. ნიცაში გამართული მატჩი, "დრაკონების" დამაჯერებელი გამარჯვებით, 40:6 დასრულდა. 

უელსთან განცდილი მარცხის შემდეგ, ავსტრალიამ ჯგუფიდან ჩასვლის პრაქტიკულად ყველანაირი შანსი დაკარგა და სრული ფიასკოსგან სასწაული თუ გადაარჩენს. აღსანიშნავია, რომ ავსტრალია ისტორიაში პირველად ვერ შეძლებს ჯგუფური ეტაპის დაძლევას და 1/4-ფინალის საგზურის მოპოვებას.

ჟურნალისტები, ყოფილი მოთამაშეები და ფანები ამ წარუმატებლობას მხოლოდ და მხოლოდ ედი ჯონსს აბრალებენ და გამოცდილ სპეციალისტს მწვავედ აკრიტიკებენ. ერთ-ერთი პირველი ყოფილი ინგლისელი მორაგბე - ენდი გუდია, რომელმაც ედი ჯონსზე არც ისე სასიამოვნოდ ისაუბრა.

სიმართლე გითხრათ ვწუხვარ ავსტრალიელი მოთამაშეების გამო, რადგან მათ უწევთ იმ ტოქსიკურ გარემოში ყოფნა, რომელიც ედი ჯონსმა შექმნა. ნეგატიური გარემო, ნათლად აისახება მათი თამაშის ხარისხზე. - ენდი გუდი.

სარაგბო მიმომხილველი და პოდკასტერი ბრეტ მაქქეი წარუმატებლობის მთავარ მიზეზად, სელექციის პროცესში დაშვებულ შეცდომებსა და საორგანიზაციო გადაცდომებს ასახელებს, რაც ასევე ედი ჯონსის კისერზეა. 

აშკარაა დაგეგმარების კრახი -არასწორი სელექცია და ცუდი მოსამზადებელი ეტაპი ყველა ეტაპზე თვალსაჩინოდ გამოჩდნა. - ბრეტ მაქქეი.

ედი ჯონსის ავსტრალიას მხსნელად შესაძლოა საქართველო და პორტუგალია მოევლინონ. მფრინავი ფიჯელები ჯერ ბორჯღალოსნებს შემდეგ კი ლობოშს უნდა დაუპირისპირდნენ და აღნიშნულ 2 მატჩში 5 ქულის მოპოვების შემთხვევაში, ავსტრალია ჯგუფიდან გასვლას ვეღარ შეძლებს. იმ შემთხვევაში, თუ ფიჯი 5 ქულის აღებას ვერ შეძლებს ჯერი უკვე ავსტრალიაზე მიდგება, რომელსაც ჯგუფიდან გასასვლელად პორტუგალიასთან ბონუსით გამარჯვება დასჭირდება.

სხვა სტატიები