რამდენიმე წუთის წინ, "მონპელიეს" ოფიციალურმა ვებ გვერდმა, TOP 14-ის მე-14 ტურისთვის შემადგენლობა დაასახელა, სადაც ისინი სტუმრად "ლა როშელს" დაუპირისპირდებიან.
"მონპელიეს" ძირითად შემადგენლობაში 3 ქართველია: მიხეილ ნარიაშვილი (N1); ლევან ჩილაჩავა (N3) და კოტე მიქაუტაძე (N5), ხოლო მარქაფაში კი უჩა შეიჭვილი და ალექსი ჭიჭიაშვილი არიან.
ალექსი ჭიჭიაშვილი 18 წლის არის, იგი "მონპელიეში" 2018 წელს ჩაირიცხა. პოზიციით კი მარჯვენა ბურჯია. მას საქართველოს ნაკრების არცერთ ასაკობრივ ნაკრებში არ უთამაშია. როგორც ცნობილია, ალექსი ჭიჭიაშვილი რაგბის კლუბი "კახელების" აღზრდილია.