Belive

დიდ 10-ში სამხრეთ აფრიკის ნაკრების ყოფილი მორაგბე ითამაშებს

1 წლის წინ რაგბი
1 წთ

33 წლის სამხრეთ აფრიკელი მორაგბე - ჯამბა ულენგო, დიდ 10-ში, კერძოდ კი ოზურგეთის "არწივებში" ითამაშებს.

ჯამბა ულენგო საკმაოდ გამოცდილი ფრთის მოთამაშეა, მას "ბულსში"; "ლაიონსში" და არაერთ სხვადასხვა კლუბში უთამაშია. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ჯამბა ულენგომ 2016 წელს, სამხრეთ აფრიკის ეროვნულ ნაკრებში უელსის წინააღმდეგ ითამაშა.

ასევე უნდა აღვნითნოთ, რომ სამხრეთ აფრიკელ მორაგბეს 7 კაცა ნაკრებშიც აქვს თამაშის გამოცდილება. იგი საკმაო სისწრაფითა და ფიზიკური აღნაგობით გამოირჩევა, მისი საქართველოს ჩემპიონატში ნახვა კი ძალიან საინტერესო იქნება.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ოზურგეთის "არწივები" დიდ 10-ში ითამაშებენ. მათ დიდი 10-ის პლეი-ოფში ორი მატჩის ჯამური სხვაობით "არმია" დაამარცხეს და საქართველოს უმაღლეს ჩემპიონატში თამაშის უფლება ისტორიაში პირველად მოიპოვეს.

სხვა სტატიები