Belive

Top 14-ის ნოემბრის თვის სიმბოლურში ორი ქართველი მოხვდა

4 თვის წინ რაგბი
1 წთ

საფრანგეთის Top 14-ის ნოემბრის თვის სიმბოლურ გუნდში ორი ქართველი მორაგბე მოხვდა. გასულ თვეში დავით ნინიაშვილმა "ლიონის" შემადგენლობაში გაიბრწყინა და გატანილ ლელოებთან ერთად, თავი სალელოვე პასებითაც გამოიჩინა. არანაკლებ დამაჯერებლად იასპარეზა სერგი აბრამიშვილმა, რომელიც თანდათან "სტად ფრანსეს" ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრი ხდება.

ნინიაშვილისა და აბრამიშვილის გარჯას ამაოდ არ ჩაუვლია და ჩემპიონატის ორგანიზატორებმა, ქართველი მორაგბეები სიმბოლურ გუნდში შეიყვანეს.

Top 14-ის ნოემბრის თვის სიმბოლური გუნდი

სხვა სტატიები