თედო აბჟანდაძე საუკეთესო მექულეთა სამეულშია
1 წლის წინ
რაგბი
1 წთ
"ბორჯღალოსნების" მგეზავმა თედო აბჟანდაძემ რაგბის ნაკრების საუკეთესო მექულეთა სამეულში შეაბიჯა. თედომ 322 ქულა მოაგროვა და პალიკო ჯიმშელაძეს 2 ქულით გადაასწრო. აღსანიშნავია, რომ მესამე ადგილი აბჟანდაძისთვის დროებითია, რადგან მეორეადგილოსან მალხაზ ურჯუკაშვილს 325 ქულა აქვს. შეგახსენებთ, რომ "ბორჯღალოსნების" რიგებში საუკეთესო შედეგი ლეგენდარულ მერაბ კვირიკაშვილს ეკუთვნის. მეკომ ნაკრებში ასპარეზობის პერიოდში 833 ქულა მოაგროვა.
სავარაუდოდ, თედო მეორე ადგილზე შემდეგ შეხვედრაშივე გადაინაცვლებს. "ბორჯღალოსნების" მომავალი მეტოქე რუმინეთი იქნება, რომელთაც შინ 4 მარტს დავუპირისპირდებით. აღნიშნული მატჩი 20:00 საათზე არის ჩანიშნული.