Belive

ბორჯღალოსნებმა იაპონიის წინააღმდეგ შემადგენლობა დაასახელეს

5 თვის წინ რაგბი
1 წთ

ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა რიჩარდ კოკერილმა იაპონიასთან სენდაიში, „იურტეკ სთედიუმზე“ გასამართი ტესტ-მატჩისთვის 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.

შეხვედრა 13 ივლისს, საქართველოს დროით 14:05 საათზე დაიწყება. მთავარი არბიტრი იტალიელი ანდრეა პიარდია, რომელსაც ქართველებთან არაერთხელ უმსაჯია.

5 ივლისს ბათუმში, ფიჯისთან (12:21) გამათული თამაშის შემდეგ, კოკერილმა 23-კაციან შემადგენლობაში რამდენიმე ცვლილება და გადაადგილება განახორციელა.

შეგახსენებთ, იაპონიასთან მატჩის შემდეგ ბორჯღალოსნები ავსტრალიაში გადაინაცვლებენ და „კენგურუებთან“ ზაფხულის დასკვნით ტესტ-მატჩს 20 ივლისს გამართავენ.


წყარო: rugby.ge

სხვა სტატიები