Belive

The Irish Times - ამაშუკელის მზარდი რეპუტაცია დამსახურებულია

1 წლის წინ რაგბი
1 წთ

7 აპრილს, ევროპის ჩემპიონთა თასის 1/4-ფინალურ შეხვედრაში, "ლეინსტერისა" და "ლესტერ ტაიგერსის" დაპირისპირება შედგა. ირლანდიურ - ინგლისური სარაგბო ჯახი "ლეინსტერის" გამარჯვებით, 55:24 დასრულდა.

აღნიშნულ მატჩს საუკეთესო ქართველი არბიტრი - ნიკა ამაშუკელი გაუძღვა, რომელსაც სულ უფრო მეტი უმაღლესი კატეგორიის საერთაშორისო დაპირისპირების განსჯას ანდობენ. ამაშუკელმა ნაკისრ ვალდებულებას ბრწყინვალედ გაართვა თავი და არაერთი ავტორიტეტული გამოცემისგან მაღალი შეფასება დაიმსახურა.

The Irish Times-ი აღნიშნავს, რომ ქართველი არბიტრი, ნიკა ამაშუკელი უმაღლეს დონეზე სულ უფრო ცნობადი სახე ხდება და მისი მზარდი რეპუტაცია სრულიად დამსახურებულია. ავტორიტეტული ირლანდიული გამოცემა იმ გარემოებასაც უსვამს ხაზს, რომ აღნიშნულ დაპირისპირებაში, ამაშუკელი წამგებიან პოზიციაში იმყოფებოდა, რადგან მას არ ჰყავს ასისტენტებისა და ვიდეო რეფერის რეგულარული ჯგუფი, რომლებთანაც იდეალურ თანხვედრაში იქნება. პარასკევს, ამაშუკელს ასისტენტობას ფრანგი არბიტრების ჯგუფი უწევდა და შერკინების დროს მიღებულმა ერთი-ორმა გადაწყვეტილებამ კითხვის ნიშნები გააჩინა.

სხვა სტატიები