თამაზ მჭედლიძემ კარიერა დაასრულა
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ყოფილმა წევრმა - თამაზ მჭედლიძემ პროფესიონალური კარიერა დაასრულა. აღნიშნულის შესახებ ვეტერანმა "ბორჯღალოსანმა" Instagram-ზე განაცხადა.
თამაზ მჭედლიძის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: "გამარჯობა, მიუხედავად მრავალი მცდელობისა და მკურნალობისა, მაინც ვერ მოვახერხე სტადიონზე 100%-ით დაბრუნება. ამ მიზეზით გადავწყვიტე კარიერის დასრულება. ძალიან გამიჭირდა ამ გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ სხვა გზა ნამდვილად არ მაქვს. მადლობა ყველა გულშემატკივარს, საქართველოს ეროვნულ ნაკრებს და ყველა იმ გუნდს სადაც კი მითამაშია".
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში, მჭედლიძემ 61 კეპი მოიხვეჭა და 7 ლელოს გატანა შეძლო. 30 წლის მჭედლიძემ "ბორჯღალოსანთა" კვართით 2011 და 2015 წლების რაგბის მსოფლიო თასებზე იასპარეზა. საკლუბო კარიერის საუკეთესო წლები კი "აჟენში" გაატარა, სადაც 76 დაპირისპირებაში, 17 ლელო გაიტანა.
belive-ს გუნდი თამაზ მჭედლიძეს "ბორჯღალოსანთა" კვართის ღირსეულად ტარებისა და ქართული რაგბის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობას უხდის და წარმატებებს უსურვებს.