Belive

"თავს კარგად ვგრძნობ" - დავით ნინიაშვილი

3 დღის წინ რაგბი
1 წთ

TOP 14-ის მე-20 ტურის შეხვედრაში, სადაც ერთმანეთს "ლიონი" და "ბაიონა" ერთმანეთს დაუპირისპირდნენ დავით ნინიაშვილმა მძიმე შეჯახების შემდეგ ტრავმა მიიღო, რის შემდეგაც საავადმყოფოში გადაიყვანეს. მომხდარიდან ცოტა ხნის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქართველი მორაგბე თავს კარგად გრძნობდა და საავადმყოფოდანაც უკვე გაწერეს, ის გუნდთან ერთად ლიონში დაბრუნდება. მას მძიმე ტვინის შერყევა ჰქონდა და პროტოკოლით მინიმუმ 2-3 კვირას იუქმებს.

"ლიონმა" დავით ნინიაშვილის ვიდეო მიმართვა გამოაქვეყნა, სადაც თავად მორაგბე თავის მდგომარეობას გვამცნობს:

საღამო მშვიდობისა ყველას! პირველ რიგში, დიდი მადლობა თქვენი შეტყობინებებისთვის. გმადლობთ, რომ ჩვენს გვერდით ხართ. თავს კარგად ვგრძნობ, კარგად ვარ. - დავით ნინიაშვილი

შეგახსენებთ, რომ "ლიონი" "ბაიონასთან" 28:14 დამარცხდა. შეხვედრის 32-ე წუთზე დავით ნინიაშვილი მეტოქე მორაგბეს ძალიან ცუდად შეეჯახა, ამ მომენტის შემდეგ ნინიაშვილი მინდორზე ცუდად დაეცა და რამდენიმე წამი უგონოდაც იყო.

სხვა სტატიები