Belive

სუპერ თასი | შავი ლომის 5 ცვლილება მეორე თამაშისთვის

3 წლის წინ რაგბი
3 წთ
"შავი ლომის" სამწვრთნელო შტაბმა პენზაში "ლოკომოტივთან" გასამართი რაგბი ევროპის სუპერ თასის მეორე მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა. გასულ შაბათს "შავმა ლომმა" თავის სადებიუტო თამაშში ისრაეილის "თელავივ ჰითი" 33:10 დაამარცხა და სამით მეტი ლელოს გატანისთვის ბონუსიც აიღო. იმ თამაშის შემდეგ სასტარტო შემადგენლობაში ხუთი ცვლილებაა. ტრავმირებული სოსო მათიაშვილის ნაცვლად, ფულბეკად თამაშს ლაშა ხმალაძე იწყებს. ფრთაზე სანდრო თოდუას მარქაფიდან ადგილი გაუცვალა მირიან მოდებაძემ. ძირითადში დაწინაურდა 9 ნომერი თენგიზ პერანიძე, გიორგი ბეგაძე კი ამ ტურში ისვენებს. წინა თამაშის შემდეგ სასტარტოში ადგილი შეინარჩუნა ფრთამ აკა ტაბუცაძემ, რომელმაც "ჰითსს" სამი ლელო გაუტანა, ასევე მგეზავმა  გიორგი ბაბუნაშვილმა. უცვლელი დარჩა ცენტრიც – მერაბ შარიქაძე და დემურ თაფლაძე. შეიცვალა ორივე ბურჯი და გოგა ქადარიასა და მიხეილ წიკლაურის ნაცვლად, თამაშს მიხეილ ორაგველიძე და ნიკა პატარაია იწყებენ. ძირითადშია კვაჭი შალვა მამუკაშვილი. ასევე უცვლელია შერკინების მეორე (ნოდარ ჭეიშვილი, დავით გიგაური) და მესამე ხაზი (ნიკო აფციაური, სანდრო მამამთავრიშვილი, ლუკა ივანიშვილი).
222
სასტარტო შემადგენლობაში მყოფი მორაგბეებიდან რაგბი ევროპის სუპერ თასზე პირველად ითამაშებს პატარაია. ასეთი სამი მორაგბეა მარქაფაში – გოგა ხუროშვილი, ლუკა მატკავა და ლაშა ლომიძე. "ამ ტურნირზე ჩვენი მიზანი ყველა თამაშის მოგება და მატჩიდან მატჩამდე უკეთესი ხარისხის ჩვენებაა. ამავდროულად, წნეხში გამოვცდით მოთამაშეებს, დებიუტანტები შეიძენენ საერთაშორისო გამოცდილებას. ეს თამაშები ნოემბრის ტესტებისთვის ერთგვარი სელექცია და შეთამაშების საშუალებაა" – ამბობს მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი.
რაგბი ევროპის სუპერ თასი (აღმოსავლეთ კონფერენცია) III ტური. 23 ოქტომბერი, 13:30 საათი ლოკომოტივი პენზა – შავი ლომი  შავი ლომი ხაზი: 15. ლაშა ხმალაძე, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. დემურ თაფლაძე, 12. მერაბ შარიქაძე (კაპ.), 11. მირიან მოდებაძე, 10. გიორგი ბაბუნაშვილი, 9. თენგიზ პერანიძე; შერკინება: 1. მიხეილ ორაგველიძე, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. ნიკა პატარაია, 4. ნოდარ ჭეიშვილი, 5. დავით გიგაური, 6. ნიკო აფციაური, 7. სანდრო მამამთავრიშვილი, 8. ლუკა ივანიშვილი. მარქაფა: 16. გოგა ხუროშვილი, 17. გოგა ქადარია, 18. გიორგი პერტაია, 19. მიხეილ ბაბუნაშვილი, 20. თორნიკე აქუბარდია, 21. ლუკა მატკავა, 22. ლაშა ლომიძე, 23. სანდრო თოდუა. წყარო: საქართველოს რაგბის კავშირი

სხვა სტატიები