თელავივ ჰითის წინააღმდეგ შავი ლომის შემადგენლობა ცნობილია
"შავი ლომი" და ისრაელის "თელავივ ჰითი" 18 ნოემბერს, ჩვენი დროით 21 საათზე, კვიპროსის ქალაქ ლიმასოლში სუპერ თასის ჯგუფურ ეტაპზე პირველი ადგილის დასაკავებლად შეიბმებიან.
ორი ტურის შემდეგ, ორივე გუნდს ქულათა მაქსიმუმი მოუგროვდა – 10-10 და პირველ-მეორე ადგილებს იყოფენ. ‘შავი ლომი’ მეტოქეს დამატებითი მაჩვენებლებით აღემატება და პირველ ადგილზეა. მდევრები – პორტუგალიური ‘ლუზიტანუში’ და ესპანური ‘იბერიანსი’ უქულოდ არიან და ლიდერებს ვეღარ დაეწევიან. შესაბამისად, ‘შავ ლომს’ და ‘ჰითს’ თასის ნახევარფინალში საკუთარ მოედანზე თამაში გარანტირებული აქვთ და მომავალი შეხვედრა მხოლოდ იმას წყვეტს, თუ ვინ იქნება ჩვენი მომავალი მეტოქე.
შეგახსენებთ, სუპერ თასის ახალი ფორმატის თანახმად, ა ჯგუფიდან ნახევარფინალში სამი გუნდი გადის და პირველადგილოსანი ბ ჯგუფის საუკეთესო გუნდს მასპინძლობს (რუმინული ‘ვულვზი’, ან ბელგიური ‘დევილზი’), მეორეადგილოსანი კი მესამეს დაუხვდება.
ამ მატჩისთვის ჩვენი გუნდის შემადგენლობა ასე გამოიყურება:
ხაზი: 15. ლუკა ცირეკიძე, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. თორნიკე კახოიძე, 12. მერაბ შარიქაძე (კაპ.), 11. შალვა აფციაური, 10. ლუკა მატკავა, 9. თენგიზ პერანიძე;
შერკინება: 1. დათო აბდუშელიშვილი, 2. ირაკლი ქვათაძე, 3. გიორგი ჩხარტიშვილი, 4. დემურ ეფრემიძე, 5. მიხეილ ბაბუნაშვილი, 6. ლუკა ივანიშვილი, 7. სანდრო მამამთავრიშვილი, 8. ილია სპანდერაშვილი.
მარქაფა: 16. ბექა მამრიკიშვილი, 17. ნიკოლოზ ხატიაშვილი, 18. ბაჩუკი ჭუმბაძე, 19. გრიგორ ქერდიყოშვილი, 20. გიორგი კერვალიშვილი; 21. გიორგი მარგალიტაძე, 22. სანდრო თოდუა, 23. გიორგი კვესელაძე.
წყარო: rugby.ge