Belive

შვანგირაძე Pro D2-ის წლის საუკეთესო მორაგბეებს შორის დასახელდა

4 თვის წინ რაგბი
1 წთ

ავტორიტეტული ფრანგული სარაგბო გამოცემა RUGBYRAMA, საფრანგეთის რანგით მეორე საკლუბო ჩემპიონატის საუკეთესო მორაგბეებს ასახელებს.

RUGBYRAMA-მ Pro D2-ის 2023 წლის 10 საუკეთესო მორაგბე გამოავლინა და მართალია საუკეთესო ათეულში ვერ მოხვდა, მაგრამ განსაკუთრებული ყურადღება "ორიაკის" ქართველ მესამეხაზელს - ბექა შვანგირაძესაც დაუთმო, რომელმაც მიმდინარე სეზონში 3 ლელოს გატანა შეძლო.

Pro D2-ის Top 10

ფრანცისკო გორისენი ("ვანი"), ტომა ლაკლაიე ("ოიონა"), ჟერომ ბოსველი ("მონტაბანი"), რაფაელე კოსტა სტორტი ("ბეზიე"), კრისტიან ამბადიანი ("ნევერი"), ნათანიელ ჰულუ ("ვანი"), სტივ ბლან-მაპა ("გრენობლი"), ტეიმანა ჰარისონი ("პროვანსი"), სამუელ მარკეში ("კარკასონი"), ელია ელია ("ნევერი").

განსაკუთრებული აღნიშვნა: რომი რეინო, ბენჯამინ გელედანი, ჟულს სულანი ("ოიონა"), პიტერ ლიდონი ("რუენი"), ბენ ბოტიკა ("ანგულემი"), ბექა შვანგირაძე ("ორიაკი"), კიმინელი რასაკუ ("მონ დე მარსანი").

რჩეულთა შორის ქართველი ლეგიონერის ხილვა ცალსახად სასიამოვნოა, თუმცა ერთი უსიამოვნო ინფორმაციაც გავრცელდა. "მონტობანთან" მიღებული წითელი ბარათის გამო, შვანგირაძე 4-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა და მოედანზე დაბრუნებას 2024 წლის, 26 იანვარს "მონ დე მარსანთან" მატჩში შეძლებს.

სხვა სტატიები