Belive

"შევეცდებით ჩვენი თამაში ერთი საფეხურით წინ წავწიოთ" - ლადო კილასონია

9 თვის წინ რაგბი
1 წთ

14 ივლისს, 19:00 საათზე, მე-7 ადგილისთვის ბრძოლაში, უმცროსი ბორჯღლოსნები ახალ ზელანდიელ თანატოლებს დაუპირისპირდებიან.

საქართველოს 20-წლამდელთა მორაგბეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა - ლადო კილასონიამ, პრინციპული მატჩის წინ საინტერესო კომენტარი გააკეთა:

"უელსთან შეხვედრის შემდეგ ცხელ გულზე ვთქვი, რომ მეტოქე ჩვენზე ერთი თავით მაღლა იდგა, მაგრამ როდესაც თამაში გავარჩიეთ დავინახე, რომ ასე ნამდვილად არ იყო. 2-3 შეცდომა დავუშვით, რის გამოც მდევრის როლში აღმოვჩნდით და ამან ჩვენი გეგმები შეცვალა. რაც შეეხება ახალ ზელანდიასთან მომავალ თამაშს, ვინც რაგბის უყურებს ყველამ იცის როგორი სახიფათო გუნდია ის, განსაკუთრებით კონტრშეტევისას და მაშინ, როცა სწრაფი ბურთი აქვს. ეს ჩვენთვის დიდი გამოწვევა და პასუხისმგებლობაა. შევეცდებით ჩვენი თამაში ერთი საფეხურით კიდევ უფრო წინ წავწიოთ", - ლადო კილასონია.

უმცროსი ბორჯღალოსნების შემადგენლობა ახალი ზელანდიის წინააღმდეგ



სხვა სტატიები