U18 | 6 ერის მეორე რაუნდის სიმბოლურ გუნდში ორი ქართველი მოხვდა
7 თვის წინ
რაგბი
1 წთ
3 აპრილს უმცროსმა "ბორჯღალოსნებმა" დიდი გამარჯვება მოიპოვეს. მათ 6 ერის ფესტივალზე საკმაოდ დაძაბულ ბრძოლაში საფრანგეთის ნაკრები დაამარცხეს. ბუნებრივია, რომ ასეთი შეხვედრის შემდეგ, სიმბოლურ გუნდში ქართველებიც გამოჩნდებოდნენ. გამორჩეულ თხუთმეტეულში ლევან ეზიეშვილი და ნიკოლოზ ჩხორთოლია მოხვდნენ.
შეგახსენებთ, 18 წლამდელთა 6 ერის ფესტივალის დასკვნით მატჩში, უმცროსი ბორჯღალოსნები ინგლისს დაუპირისპირდებიან. შეხვედრა 7 აპრილს, პარმაში გაიმართება.