Belive

დავით ნინიაშვილი ლიონს დატოვებს

4 დღის წინ რაგბი
1 წთ

საქართველოს ნაკრებისა და ამჟამად "ლიონის" მორაგბემ, დავით ნინიაშვილმა საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო და მომავალ სეზონს "ლა როშელში" დაიწყებს. ფრანგული მედიის ინფორმაციით, დავითის დათანხმებას ლიონიც ცდილობდა და იყო "ტულონის" ვარიანტიც, თუმცა ქართველმა ლა როშელის პირობები მიიღო.

ნინიაშვილი ლიონის აკადემიაში 2021 წელს მივიდა, როგორც პერსპექტიული მოთამაშე - მხოლოდ 1 წლის შემდეგ, რაც ჩვენს ნაკრებში მისი დებიუტი შედგა. მან უსწრაფესად გაიარა გზა პირველი გუნდის ძირითად შემადგენლობამდე და მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გარემარბად იქცა. ლიონში გატარებული ოთხი სეზონის განმავლობაში, ნინიაშვილმა 25 ლელო დადო. ლიონთან ერთად ქართველმა 2022 წლის ჩელენჯ ქაფი მოიგო.

ხუთთვიანი ინტენსიური მოლაპარაკებების შემდეგ, გარიგება საბოლოოდ იანვრის პირველ დღეებში დაიდო, ნინიაშვილმა ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა და ლა როშელის მოთამაშე 2027 წლამდე იქნება.

სხვა სტატიები