Belive

"შესაძლოა Top 14-ის საუკეთესო მარცხენა ბურჯი გახდეს" - ფრანგული მედია აბრამიშვილზე

5 თვის წინ რაგბი
1 წთ

"სტად ფრანსეს" ახალგაზრდა ქართველი ბურჯი - სერგი აბრამიშვილი, ფრანგული მედიის ყურადღების ცენტრში აღმოჩნა. ამის მიზეზი კი ის ფენომენალური ასპარეზობაა, რომელსაც აბრამიშვილი Top 14-ის მიმდინარე სეზონში აჩვენებს.

ერთ-ერთი ავტორიტეტული გამოცემა აღნიშნავს, რომ შესაძლოა დადგეს დღე, როდესაც სერგი აბრამიშვილი Top 14-ის საუკეთესო მარცხენა ბურჯი გახდება. ახალგაზრდა ქართველ ბურჯს ჯერ კიდევ ბევრი აქვს სამუშაო, თუმცა ამ ასაკში უკვე შეძლო და საყოველთაო ყურადღება მიიპყრო.

აბრამიშვილი Top 14-ის მიმდინარე სეზონის აღმოჩენაა. ფიზიკურად ძალიან ძლიერია და მისი შეჩერება ყველას უჭირს. პარიზულ დერბიში, "რასინგის" წინააღმდეგ განსაკუთრებით პროდუქტიული იყო და ტომას ლაკლაია მარტივად დაჩაგრა. დომინირება ლაკლაიას ნაცვლად შეცვლაზე შემოსული გია ხარაიშვილის წინააღმდეგაც განაგრძო.

აბრამიშვილს ბრწყინვალე პირველი ტაიმი ჰქონდა და თითქმის ყველა შემთხვევაში, კონტაქტის ზონაში ერთ-ერთი პირველი იყო. მეორე ტაიმში მოვლენები მსგავსი სცენარით განვითარდა და მთავარმა მწვრთნელმა საბოლოოდ 53-ე წუთზე შეცვალა. -

სხვა სტატიები