Belive

შემოდგომის სერიების რეიტინგი გამოქვეყნდა | საქართველო იაპონიას, ფიჯისა და სამოას ასწრებს

2 წლის წინ რაგბი
2 წთ

შემოდგომის ერთა სერიების პირველი კვირის ყველა შეხვედრის შედეგი ცნობილია და ოფიციალურმა გვერდმა ძალთა თანაფარდობის შესახებ, რეიტინგი გამოაქვეყნა. საინტერესოა, რომ "ბორჯღალოსნები" მე-11 პოზოციას იკავებენ და იაპონიას, ფიჯისა და სამოას ასწრებენ.

საუკეთესო ხუთეულში ირლანდია, საფრანგეთი, ახალი ზელანდია, სამხრეთ აფრიკა და არგენტინას შევიდნენ. "პუმებმა" ლეგენადრულ "თვიქენჰემზე" ედი ჯონსის გაწვრთნილი ინგლისის ნაკრები დაამარცხეს.

6-10 ზოპიციები ასე განაწილდა: ინგლისი, ავსტრალია, შოტლანდია, იტალია და უელსი.

მე-11 ადგილს კი საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები იკავებს. შემოდგომის ერთა სერიის მთავარი გვერდი "ბორჯღალოსნებზე" წერს:

"არა შემოდგომის ერების სერიის ეგიდით, მაგრამ საქართველომ კვირას მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა ურუგვაის წინააღმდეგ. ბექა გორგაძემ პირველ ტაიმში ჰეთ-თრიკი შეასრულა. მომავალი მატჩი საქართველოს სამოას წინააღმდეგ, თბილისში ელის. სამხრეთელებთან გამართული შეხვედრის შემდეგ, ქართველები კარდიფში გაემგზავრებიან და უელსს დაუპირისპირდებიან."

აღსანიშნავია, რომ "ბორჯღალოსნების" შემდეგ რეიტინგში იაპონია, ფიჯი და სამოა მოხვდნენ. შეგახსენებთ, რომ მომავალი მატჩი, სწორედ სამოელების წინააღმდეგ გველის და შეხვედრა 12 ნოემბერს 18:00 საათზე გაიმართება.

სხვა სტატიები