Belive

შავმა ლომმა გამარჯვება ბოლო წუთზე მოიპოვა

1 წლის წინ რაგბი
1 წთ

"შავმა ლომმა" სამხრეთ ამერიკული ტურნეს ეგიდით კიდევ ერთი შეხვედრა გამართა. ქართული ფრენჩაიზის მეტოქე ჩილეს "სელკნამი" იყო, რომელიც დრამატულ ბრძოლაში სამი ქულით დაამარცხა. მოწინააღმდეგეს გამარჯვების ლელო აკაკი ტაბუცაძემ დაუდო. ლევან მაისაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა მეტოქე 33:30 დაამარცხა. ლელოების ავტორები ოთხარ ლაშხი, გიორგი ბაბუნაშვილი, მიხეილ ბაბუნაშვილი, შალვა მამუკაშვილი და აკაკი ტაბუცაძე გახდნენ.

"შავ ლომს" შემდეგი შეხვედრა პამპასის წინააღმდეგ ელის, რომელიც თბილისის დროით 22 აპრილს, 01:00 საათზე გაიმართება.

სხვა სტატიები