Belive

შავი ლომის შემადგენლობა იბერიანსის წინააღმდეგ

4 თვის წინ რაგბი
1 წთ

2023 წლის რაგბი ევროპის სუპერთასის ნახევარფინალურ მატჩში, "შავი ლომისა" და ესპანური "იბერიანსის" დაპირისპირება შედგება. პრინციპული მატჩი 2 დეკემბერს, 14:00 საათზე, "ავჭალის სარაგბო სტადიონზე" გაიმართება.

სუპერთასის 2-გზის ჩემპიონი - "შავი ლომი" მორიგი გამარჯვების მოპოვებასა და ზედიზედ მესამედ, ფინალური საგზურის მოპოვებას შეეცდება. ნახევარფინალური მატჩისთვის, "შავი ლომის" მთავარმა მწვრთნელმა, ლევან მაისაშვილმა ძირითადი შემადგენლობა დაასახელა.

შავი ლომის რაზმი

შერკინება: 1. ხატიაშვილი, 2. ქვათაძე, 3. ჩხარტიშვილი, 4. ჭეიშვილი, 5. ბაბუნაშვილი, 6. ივანიშვილი, 7. სპანდერაშვილი, 8. მამამთავრიშვილი.

ხაზი: 9. მარგალიტაძე, 10. მატკავა, 11. თოდუა, 12. შარიქაძე (C), 13. კვესელაძე, 14. ტაბუცაძე, 15. ცირეკიძე.

მარქაფა: 16. მამრიკიშვილი, 17. აბდუშელიშვილი, 18. პატარაია, 19. ეფრემიძე, 20. კერვალიშვილი, 21. პერანიძე, 22. ჯობავა, 23. კახოიძე.

სხვა სტატიები