Belive

ჩელენჯ ქაფი | შავი ლომი უელსში დანაკლისით ჩავიდა

4 თვის წინ რაგბი
1 წთ

"შავი ლომი" დღეს გამთენიისას უელსში გაემგზავრა, სადაც ჩელენჯ თასის მეორე ტურში ადგილობრივ "სქარლეთს" ერკინება.

შეხვედრა ჰლანეჰლიში პარასკევს ღამით, 15 დეკემბერს, ჩვენი დროით 23:55 საათზე "Parc y Scarlets"-ზე დაიწყება.

9 დეკემბერს "მიხეილ მესხზე" ინგლისურ "გლოსთერთან" გადატანილი მძიმე მატჩის შემდეგ ჩვენს გუნდში დანაკლისია. დაშავდნენ და მომავალ თამაშს ტოვებენ შუამარბი გიორგი კვესელაძე, მესამეხაზელი ილია სპანდერაშვილი და მეორეხაზელი მიხეილ ბაბუნაშვილი.

მგზავრობის შემდეგ მორაგბეები დაისვენებენ, ხვალ მსუბუქი ვარჯიში ექნებათ, "სქარლეთსთან" თამაშამდე 24 საათით ადრე კი სამატჩო, 23-კაციანი რაზმი დასახელდება.

წყარო: rugby.ge

სხვა სტატიები