შავი ლომი ძებრესთან დამარცხდა და ჩელენჯ თასზე გამოსვლა დაასრულა
1 კვირის წინ
რაგბი
1 წთ
ჩელენჯ თასის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში, შავმა ლომმა ავჭალის სტადიონზე ძებრე პარმას უმასპინძლა და 14:28 დამარცხდა. ქართულმა ფრენჩაიზმა ამ შეხვედრით, ტურნირზე ასპარეზობა დაასრულა და ჯგუფში მეხუთე ადგილი დაიკავა.
საფრანგეთში მონტობანთან მოგების შემდეგ, ქართული გუნდი პლეი ოფში გასვლის შანსს ინარჩუნდებდა, რისთვისაც ძებრესთან ოთხი ლელოს დადება და ბონუს-ქულით მოგება სჭირდებოდა.
რეალურად, ბრძოლა მხოლოდ პირველ ტაიმში შედგა - ირაკლი ქვათაძის ორ ლელოსა და 2 გარდასახვას იტალიელებმაც იმავეთი უპასუხეს და პირველი ნახევარი ფრედ, 14:14 დასრულდა.
მეორე ტაიმში ქართველებმა ქულის აღება ვერ შეძლეს, სტუმრებმა კი კიდევ 14 ქულა მოაგროვეს და ბონუსქულით გაიმარჯვეს.