Belive

შავი ლომი | ჩელენჯ თასამდე სუპერ თასი

9 თვის წინ რაგბი
2 წთ

რაგბი ევროპის ორგზის ჩემპიონი "შავი ლომი", EPCR-ის ჩელენჯ თასში ჩართვამდე ტიტულის ზედიზედ მესამედ მოპოვებას შეეცდება.

სუპერ თასში წელსაც 8 გუნდი მიიღებს მონაწილეობას და განახლებული ფორმატით ჩატარდება. შარშანდელისგან განსხვავებით, დიდი 10-ის ჩემპიონის ნაცვლად მასში ჩეხეთის ფრენჩაიზი ‘ბოჰემია უორიორზი’ მიიღებს მონაწილეობას.

რაც შეეხება ფორმატს, რეგიონული პრინციპის ნაცვლად, ამჯერად გუნდები ჯგუფებში ძალთა თანაფარდობის მიხედვით გადანაწილდებიან. ა ჯგუფში "შავ ლომთან' ერთად შარშანდელი ფინალისტი, ისრაელის "თელავივ ჰითი", პორტუგალიური "ლუზიტანუში" და ესპანური "იბერიანსი" გაერთიანდნენ; ბ ჯგუფში რუმინული "ვულვზი", ბელგიური "დევილსი", ნიდერლანდური "დელტა" და ჩეხური "ბოჰემია" გაერთიანდნენ.

ჯგუფური ეტაპი ერთ წრედ გაიმართება, რის შემდეგაც ა ჯგუფის სამი საუკეთესო გუნდი და ბ ჯგუფის გამარჯვებული თასის ნახევარფინალში გავლენ, ა ჯგუფის მეოთხე ადგილოსანი და ბ ჯგუფის სამი გუნდი კი მე-5-მე-8 ადგილებს გაითამაშებენ.

ა ჯგუფი ერთწრიან ჯგუფურ ეტაპზე 4-5 ნოემბერს "იბერიანსს" მასპინძლობს, 11-12 ნოემბერს "ლუზიტანუშს" ეწვევა, 18-19 ნოემბერს კი "ჰითს" თელავივში ეწვევა. ნახევარფინალები და ფინალები შესაბამისად 2-3 და 16-17 დეკემბერსაა ჩანიშნული, თუმცა იმის გამო, რომ 15-17 დეკემბერს "შავ ლომს" ჩელენჯ თასის მეორე ტურის შეხვედრა ელის, სუპერ თასზე მისი დასკვნითი მატჩის თარიღი მოგვიანებით დაზუსტდება.

წყარო: rugby.ge

სხვა სტატიები