შავი ლომი ჩელენჯ ქაფზე იასპარეზებს
ევროპული პროფესიონალური საკლუბო რაგბის (EPCR) Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე პოსტი განთავსდა, რომლის მიხედვითაც ცნობილი ხდება, რომ “ჩელენჯ ქაფის” 2023/24 წლების სეზონი განახლებული ფორმატით ჩატარდება.
პირველი ქართული ფრენჩაიზი - "შავი ლომი" ევროპის რანგით მეორე სარაგბო საკლუბო ტურნირზე იასპარეზებს. გავრცელებული ინფორმაცია ოფიციალურად უახლოეს დღეებში დადასტურდება და დამატებითი დეტალები გახდება ცნობილი. “ჩელენჯ ქაფის” 2023/24 წლების სეზონში 18 კლუბი მიიღებს მონაწილეობას. სარაგბო კლუბები სამ 6-გუნდიან ჯგუფში გადანაწილდებიან.
ცნობილია, რომ “ჩელენჯ ქაფზე” ყველაზე მეტი (8) წარმომადგენელი გაერთიანებულ სარაგბო ჩემპიონატს (URC) ეყოლება. ტოპ 14 ექვსი კლუბით, ხოლო ინგლისის პრემიერშიპი 2 კლუბით იქნება წარმოდგენილი. ქართველი გულშემატკივრისთვის განსაკუთრებით საინტერესოა ის გარემოება, რომ დარჩენილი 2 კვოტა სპეციალურად მიწვეულ კლუბებს ერგოთ. სწორედ ამ გარემოების შედეგად მივიღეთ ქართული რაგბისთვის ისტორიული შედეგი.
“ჩელენჯ ქაფის” 2023/24 წლების სეზონის წილისყა 21 ივნისს, ლონდონში ჩატარდა და მონაწილე გუნდები ჯგუფებში გადანაწილდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, "შავი ლომი" მიწვეული გუნდი 1-ის სტატუსით, პირველ ჯგუფში იასპარეზებს.
"ჩელენჯ ქაფის" 2023/24 წლების სეზონში მონაწილე სარაგბო კლუბები
“შარქსი”, “ლაიონსი”, “ბენეტონი”, “ედინბურგი”, “ოსპრისი”, “სკარლეტსი”, “დრაგონსი”, “ძებრე”, “კასტრი”, “კლერმონი”, “მონპელიე”, “პო”, “პერპინიანი”, “ოიონა”, “გლოსტერი”, “ნიუკასლი”, მიწვეული გუნდი 1 - ("შავი ლომი"), მიწვეული გუნდი 2.
🚨 Your 2023/24 Pools 🚨
— EPCR Challenge Cup (@ChallengeCup_) June 21, 2023
Some HUGE games to look forward to next season, which match will provide the most drama? #ChallengeCupRugby pic.twitter.com/d50sA1u03F
პირველი ჯგუფი
- მიწვეული გუნდი 1 "შავი ლომი"
- "პო"
- "დრაგონსი"
- "ზებრე"
- "ოიონა"
- "შარქსი"
მეორე ჯგუფი
- "ოსპრისი"
- "პერპინიანი"
- "ნიუკასლი"
- "ლაიონსი"
- "მონპელიე"
- "ბენეტონი"
მესამე ჯგუფი
- "ედინბურგი"
- "კასტრი"
- "კლერმონი"
- "გლოსტერი"
- "სკარლეტსი"
- "მიწვეული გუნდი 2"