Belive

სერჯიო პარისე: "უფრთხილდით საქართველოს, ნინიაშვილი უდიდესი ტალანტია"

1 წლის წინ რაგბი
1 წთ

2023 წლის რაგბის მსოფლიო თასის დაწყებამდე 2 დღით ადრე, ვნებათაღელვა კულმინაციას აღწევს. მთელი მსოფლიოს მასშტაბით პრაქტიკულად ყველა მსოფლიო თასის შესახებ საუბრობს და მონაწილე ქვეყნების შანსებს აფასებს.

გამონაკლისი არც იტალიური რაგბის ლეგენდა სერჯიო პარისეა, რომელიც ერთ-ერთ პოდკასტში კრის რობსოუსა და ჯეიმს ვაილთან ერთად იყო მიწვეული. C-ჯგუფის განხილვისას, პარისემ აღნიშნა, რომ საქართველოს უნდა უფრთხილდნენ, რის შემდეგაც დავით ნინიაშვილზეც გააკეთა კომენტარი. 

ფრთხილად იყავით საქართველოსთან, რადგან ის ურთულესი მეტოქეა. ბორჯღალოსნების 15 ნომერი - დავით ნინიაშვილი უნიჭიერესი ტალანტია და უდიდესი სიამოვნება იქნება მისი ხილვა. ნინიაშვილი მსოფლიო თასის X-ფაქტორია. - სერჯიო პარისე.

შეგახსენებთ, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები C-ჯგუფში ავსტრალიის, უელსის, ფიჯისა და პორტუგალიის წინააღმდეგ იასპარეზებს და ზედიზედ მე-6 მსოფლიო თასზე ისტორიული შედეგის დაფიქსირებას შეეცდება.

სხვა სტატიები