Belive

სერგი ჩხაიძე რაგბი ევროპის სიმბოლურ გუნდში მოხვდა

3 თვის წინ რაგბი
1 წთ

2024 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის წარმატებით დასრულების შემდეგ, საქართველოს 7-კაცას კაპიტანი სერგი ჩხაიძე რაგბი ევროპის სიმბოლურ გუნდში მოხვდა.

საქართველოს კაპიტანი, სხვანაირად ვერც უწოდებ, რადგან სერგი ჩხაიძე გასცდა ადამიანურ შესაძლებლობებს, რათა თავისი ქვეყნისთვის კიდევ ერთი, 2025 წლის მსოფლიო რაგბის ჩელენჯერის სერიის საგზური ეჩუქებინა. მე-5 ადგილის ფლეი ოფში ბელგიასთან გატანილი არეკნი მხოლოდ მწვერვალი იყო იმისა, რაც მან საქართველოს 7-კაცასთვის გააკეთა. სერგი ჩხაიძის ლიდერული თვისებები და მომაკვდინებელი ბოჭვები შთააგონებდა მის თანაგუნდელებს, რომ კაპიტანს ბოლომდე გაყოლოდნენ. მას შეეძლო არც ეთამაშა დასკვნით მატჩში იტალიის წინააღმდეგ, მაგრამ რომ არა ის, საქართველო ასეთ მაღალ დონეზე ვერ დაასრულებდა რაგბი ევროპის გასულ სერიას. - RugbyEurope-ს ოფიციალურ საიტზე

2024 წელს საქართველომ ჯერ მსოფლიო რაგბის ჩელენჯერის სერიაზე ითამაშა, რომელიც სამ ეტაპად გაიმართა და მე-8 ადგილი დაიკავა, მერე კი რაგბი ევროპის ჩემპიონატის ორი ეტაპის ჯამში მე-5 პოზიციაზე გავიდა და იანვრიდან კვლავ ჩაერთვება ჩელენჯერის სერიაზე.

ჩვენი 7-კაცა ახალი სეზონისთვის მზადებას მომავალი კვირიდან იწყებს. დიდი 10-ის გუნდებში თამაშის პარალელურად, მოთამაშეებს კვირაში რამდენჯერმე 7-კაცას ვარჯიშები ექნებათ, დეკემბრის დასაწყისში კი ტრადიციულად დუბაის მოსამზადებელი ტურნირი ელით.

წყარო: rugby.ge

სხვა სტატიები