სერგი აბრამიშვილის ლელო ლიონის წინააღმდეგ
1 წლის წინ
რაგბი
1 წთ
Top 14-ის მე-6 ტურის შეხვედრაში, "ლიონისა" და "სტად ფრანსეს" დაპირისპირება შედგა. ლიონში გამართული დრამატული და სანახაობრივი მატჩი, მასპინძლების მარცხით 32:36 დასრულდა.
"სტად ფრანსეს" გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წვლილი სერგი აბრამიშვილმა შეიტანა. ახალგაზრდა ქართველმა ბურჯმა, მატჩი ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო და 30-ე წუთზე სადებიუტო ლელო გაიტანა. "ლიონის" ძირითად შემადგენლობაში ბექა საღინაძემ ითამაშა, დავით ნინიაშვილი კი მატჩში მარქაფიდან ჩაერთო.